გაკვეთილის გეგმა



                                     გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი  პირადი ნომერი ნინო შენგელია
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო-   VI
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
გაკვეთილის თემა: პორტრეტი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებს გავახსენოთ სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი    პორტრეტი,განვუვითაროთ დაკვირვების უნარი, ადამიანის სახასიათო ნიშნების დანახვის უნარი,ხელოვნების ნიმუშზე ასახული განწყობილების ამოკითხვისა და სიტყვიერად ამის გადმოცემის უნარი.შეძლოს პორტეტის ხატვა. შეძლოს ისტ -ს ეფექტურად გამოიყენება პრეზენტაციებისა და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  გაკვეთილის თემას,მიზნს შეფასების რუბრიკას.

მთელი კლასი

2 (წთ)
2
წინარეცოდნის გააქტიურება,
მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლის წინარე ცოდნას პორტრეტის შესახებ,იგებს რა იციან კონკრეტულად თემის ირგვლივ.

მთელი
კლასი
თაბახზე გამზადებული სქემა- ვიცი,გავიგე, მინდა გავიგო.


3 (წთ)
3
მასწავლებელი  კლასს აჩვენებს  გამოჩენილი მხატვრების  რეპროდუქციების ვიდეო კოლაჟ
გონებრივი იერიში


მთელი კლასი
პროექტორი
პრეზენტაცია

2 ( წთ)
4
 შემდეგ სვამს
სადისკუსიო კითხვებს:
1.რა არის გამოსახული ნახატებზე?
2.რა განსხვავებას ხედავთ სურათებს შორის?
3. რა ეწოდება ადამიანის გარეგნობის აღწერას ფერწერაში?
4.რამდენი   სახის პორტრეტი არსებობს?

კითხვა პასუხი
მთელი კლასი

5(წთ)
4
მინი ლექცია
მასწავლებელი  კლასს აწვდის მზა ინფორმაციას თემის ირგვლივ პორტეტის შექმნის,ხერხებს ,განუმარტავს რომ პორტეტით შეიძლება ადამიანის შესახებ მსჯელობა
მინი ლექცია




მთელი კლასი


სახელმძღვანელო
პრეზენტაცია
5 წთ
5
მასწავლებელი მიმართავს კლასს კითხვებით:
1. როგორ არის შესაძლებელი პორტრეტის შექმნა?
2.როგორ გამოსახავენ ფერწერაში პორტრეტზე ადამიანებს?
3.იგრძნობა თუ არა პორტრეტში ადამიანის ხასიათი?
4.შეიძლება თუ არა პორტეტის მიხედვით ვიმსჯელოთ პერსონაჟის პიროვნულ თვისებებზე?
  5. შეიძლება თუ არა პორტეტის მიხედვით ვიმსჯელოთ პერსონაჟის საცხოვრებელი გარემოს შესახებ?
6.შეიძლება თუ არა პორტეტის მიხედვით განვსაზღვროთ პერსონაჟის საქმიანობა, პროფესია და  საზოგადოებრივი მდგომარეობა და სხვა ..
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
დაფა,
ცარცი

ასოციაციური რუკა
4 ( წთ)
6
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და აძლევს ინსტუქციას:ინტერნეტის გამოყენებით  მოიძიონ 5-5პორტრეტი,დაახარისხონ და მოამზადონ პრეზენტაცია power point პროგრამაში,შემდეგ ისაუბრონ პორტრეტზე გამოსახული პერსონაჟის შესახებ.
I - ჯგუფი მოიძიებს  პორტრეტებს ,რომელშიც ადამიანები გამოსახული არიან მხოლოდ პირდაპირ/ფასში
II- ჯგუფი მოიძიებს  პორტრეტებს,რომელშიც ადამიანები გამოსახული არიან მხოლოდ გვერდიდან
III- ჯგუფი  მოიძიებს  პორტრეტებს,რომელშიც ადამიანები გამოსახული არიან მხოლოდ 3/4
IV - ჯგუფი ამოარჩიონ  პორტრეტები,რომელზეც გამოსახულია ადამიანის საქმიანობა , პროფესია,საზოგადოებრივი მდგომარეობა
ამორჩევა- დახარისხება
მუშაობა ჯგუფებში









კომპიუტერი,
ინტერნეტი,
power point

15 ( წთ)
7
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს კომპიუტერული პროგრამის  Paint გამოყენებით შექმნან თანაკლასელი ,მეგობრის მინიატურული პორტრეტი
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
კომპიუტერი
პროგრამ  Paint
5 (წთ)
8
მოსწავლეები ახდენენ მიღებული ცოდნის თვითშეფასებას
გასასვლელი ბარათი
ინდივიდუალური
ფერადი სტიკერები
ავტოკალამი
2 (წთ)
9
მასწავლებელი კლასს აძლევს საშინაო დავალება :
დახატონ საკუთარი ან მეგობრის პორტეტი,სახატავი მასალა შეარჩიონ საკუთარი სურვილისამებრ


მთელი
კლასი
სახელმძღვანელო,
ფურცელი,სახატავი საშუალებები
2 (წთ)

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 
 ს.გ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია იზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის  შექმნისას.
·         კომპიუტერის საშუალებით ქმნის მარტივ კომპოზიციებს;
.გ.VI.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და შეუძლია მათი თავისებურებების გადმოცემა ნამუშევარში.
·           ხატავს პორტრეტებს,   მეხსიერებით სახასიათო ნიშნების გამოყენებით;
·           გამოსახავს საკუთარ თავსა და სხვებს, სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნების, დეტალების გამოყენებით რეალურ თუ გამოგონილ სიტუაციაში.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·         აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·           ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;

შეფასება:  განმსაზღვრელი ,
ხელმოწერა:
თარიღი:







1 комментарий:

  1. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить