პროექტი


                                    სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება
ანა კალანდაძე
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
ანა კალანდაძის ბიოგრაფიისა და პოეზი გაცნობა;
პროექტის აქტუალურობა
გაეცნობიან ანას ბიოგრაფიის საინტერსო ეპიზოდებს და ანას ლექსზე შექმნილ სიმღერებს

პროექტის მიზანი
·         მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას ანა კალანდაძის ცხოვრებიდან . შეიტყობენ აქამდე მათთვის უცნობ ფაქტებს პოეტის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე
·         გაეცნობიან მის პოეზიას.
·         მოიძიებენ პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდების ამსახველ ფოტო, აუდიო და ვიდეომასალას.
მონაწილეთა ასაკი
11 წელი
ვადები ხანგძლივობა
3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
საჭირო მასალის მოძიება ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტში, დისკუსიის გამართვა, გამოფენა, პრეზენტაცია.ფოტოალბომი,კედლის გაზეთის , ბლოგის გაკეთება შექმნილი მასალების მიხედვით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ადამიანური რესურსი,ფოტო კამერა,პრინტერი,პროექტორი,ინტერნეტი,სკანერი,ფორმატის ფურცლები,მარკერები,მშრალი წებო,წებოვანი ,ფერადი ფურცლები, მაკრატელი, ლენტი,ფლომასტერი,სურათების გამჟღავნება
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
კლასი დაიყოფა ჯგუფებად (სულ 4 ჯგუფი)
I ჯგუფი მოიძიებს ცნობებს ანა კალანდაძის ბავშვობის შესახებ;
II -ჯგუფი მოიძიებს ცნობებს ანა კალანდაძის ახალგაზრდობაზე;
III ჯგუფი  მოიძიებს  პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდების ამსახველ აუდიო, ვიდეო, ფოტომასალა ;
IV ჯგუფი  ანა კალანდაძის პოეზიის მიმოხილვა. აღნიშნული მასალის შეგროვება , პრეზენტაცია.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
ქართ.. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
·         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნინო შენგელია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Nino.samtredia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი
https://ninoshengelia52.blogspot.com/p/blog-page_18.html


Комментариев нет:

Отправить комментарий